Georgian

მიხო მოსულიშვილი / Mikho Mosulishvili: თითქმის, ანუ კოვიდ-19

  Mikho´s Art

თითქმის, ანუ კოვიდ-19

 

ჩაფიქრებულმა რაღაც აუგად,

ალბათ, თვალებში სხივიც ჩაუქრა,

არც ასახსნელად რამე დაურთავს,

არცა რაიმე უცხო ზმა უთქვამს...

 

არც საკეკლუცოდ ქალთა სალუქთა,

არც უგერგილო მალვად ზარხუფთა,

არც გაღიმებად, არცა ნაზუქად,

არც დასადებად იმედ-სალბუნთა...

 

ალბათ, იწყინა, რაღა თქმა უნდა,

და გაოგნებად ყოვლად დაბდურთა,

ამ ჩვენს ჯომარდ და თითქოს ჩაუქთა

ვერმისახვედრად, - რაღაც ჩაუთქვა...

 

და დიდ პასუხად ზაკვათ მალულთა,

ერთობ აუხსნელ, უცხო კაზუსად,

მისგან შექმნილი, ლაღად საბრუნად,

ვით კლაუზულად, დარდის ნაჩუქრად, -

 

ეს დედამიწა, რომ ვერ აუხდა, -

ჩვენც ვეთამაშეთ თითლიბაზურად,

სრულად გაუქრა ლამის აურა, -

ადგა და, - თითქმის დააპაუზა...

 

© მიხო მოსულიშვილი, 16 მარტი, 2020

 

https://www.youtube.com/watch?v=Fbpn8ysSldU&t=34s&fbclid=IwAR34aKNbqXqlnoMSt9UrojXYeBqXVmMD-SVUqlkoeId2ZVS3shV9S3bxL7c


Scroll to Top
Scroll to Top