lockdown

ნინო ქოქოსაძე: მარიამ!

  Lika Khukhashvili´s photograph

მარიამ!

ორიათასოცი!

მარტი!

ქუჩაში მარტოდმარტო ქარია!

უშველე იტალიას!

უშველე იტალიას!

მარია!

მგონია ავი სიზმარია,

ცრემლიან უპეებს

ვერ ვუშრობთ ერთმანეთს!

მარია!

მარია გვადალუპე!

მოხედე ესპანეთს!

მსოფლიო ჭკუიდან გადავიდა!

კაცს ყველა ერთნაირად გადარდებს,

მარია, მარია ნოტრდამიდან,

მოუფრთხილდი

საფრანგეთს!

მირიაამ!

ხომ შვილად ერგები

იმ მიწას, იმ წყალს და იმ ჰაერს,

იქ ჩემი შვილიცაა

მირიამ,

მიმიხედე ისრაელს!

მთელი სამყარო

ერთ ნავშია

ვიღაცამ ამინდი რა ცუდად არია!

ყველას შეეწიე

ჩემო "თაფლისფერო" ,

ჩემო ღვთისმშობელო მარიამ!

- ნინო ქოქოსაძე. 2020.


Scroll to Top
Scroll to Top