lockdown

ნიკა ლაშხია: 18 მინიმა სიყვარულით დაინფიცირებას

  Nika Lashkhias´Photograph

დაინფიცირდნენ სიყვარულით.

სხედან ბაღში და მკურნალობენ.

ერთმანეთის სუნთქვას მართავენ.

 

...

გაურკვეველი კლასტერისგან

დავიფიცირდი.

დროა ქალაქში ვიარო

და ვიყო ძალიან გადამდები.

 

...

გამოვიკეტოთ,

დაე, დიდხანს გაგრძელდეს კარანტინი,

ჩემო შეყვარებულო.

 

...

პირველი სიმპტომი გულის აჩქარებაა.

მუცელში პეპლების დასახლება.

ღამის თევები.

წყალი არ გაუვა - ინფიცირებული ხარ!

 

...

უეცრად ვაკოცე...

მაკოცა...

ტესტის პასუხი დადებითია. 

 

...

გამოვიკეტეთ ერთ ოთახში.

მდგომარეობა უკონტროლოა.

 

...

ჯვარი დავიწერეთ,

ანუ გავეწერეთ -

მზად ვართ, ვიცხოვროთ.

 

...

ვითხოვ საყოველთაო ტესტირებას.

საინტერესოა, რამდენს დაატყდა სიყვარული.

რამდენი საჭიროებს გადაყვანას.

 

...

ვაი მათ,

ვისი პასუხიც უარყოფითია.

 

...

დადგენილებს

დაუდგენელები უღიმიან.

იქნებ, შურთ კიდეც.

 

...

გპირდები,

რომ არასდროს მოგვეკარება ვაქცინა,

როგორც ჩვენი სიყვარულის დასასრული.

 

...

ბაშვები ადვილად იტანენ.

დიდებს გვიჭირს. 

 

...

ჩვენი შეხვედრიდან ორი კვირა გავიდა.

რა კარგია, რომ ისევ გვენატრება ერთმანეთი.

 

...

გავიხედავ ხოლმე

და ბავშვივით მიხარია,

რომ ეპიდვითარება ძალაშია. 

 

...

სხვა კლასტერიდან მიმზერს.

თვალს ვარიდებ.

ვახვედრებ, რომ უკვე ავად ვარ.

 

...

რა დასანანია.

წყვილი, რომელიც 10 წელია ავად არის,

გამოჯანმრთელდა.

 

...

ინფიცირებული ვარ,

ვსაჭიროებ ხელოვნურ სუთქვას.

 

...

ტრფობითინფიცირებულია!

 

- ნიკა ლაშხია


Scroll to Top
Scroll to Top