Georgian

ბელა ჩეკურიშვილი: იზოლაცია

  Bela Chekurishvili´s photograph

სიშიშვლე,

თუკი არავინ გხედავს, 

მნიშვნელობას სრულიად კარგავს,

როგორც თმა - კეფაზე რგოლად დახვეული,

ანდა სალონში დახვეული...

მასთან ერთად კი ქრება სირცხვილი,

და მგონი, შიშიც,

რადგან თამამად შედიხარ წყალში...

 

თუმცა, 

ამ იძულებით იზოლაციაში, 

როცა საკუთარ სხეულს 

ოთახიდან სამზარეულოსკენ

მეგობარივით დაჰყვები, 

სადილობისას ურჩევ, ჩაიცვას:

ამით მაგიდასთან ვიღაც მაინც იჯდება...

 

-ბელა ჩეკურიშვილი

 

Scroll to Top
Scroll to Top