Translation

ნორა გომრინგერი / Nora Gomringer : ესპანელი -Die Spanierin

  Nora Gomringer. Die Spanierin

Nora Gomringer: Die Spanierin

aus: Morbus. 2015. Voland & Quist.

 

ესპანელია, წარმოშობით კანზასიდან,

სკანდალი რომ მოაწყო, მაგრამ... გავჩუმდეთ...

ოლე! დაჰკრავს წითელი ფეხსაცმლის წვერს, 

რომ გაეცალოს სტაინბეკის აღწერილ ლანდშაფტს. 

ერთს გაიქროლებს ევროპაში ქარიშხალივით

და გულდაშრეტილ, ღონეგამოცლილ სულელთა თავებს ჩამოამწკრივებს

აღმოსავლეთის ავი ალქაჯი. 

 

ჰო, იქ სადაც ომი მძვინვარებს, ბოროტ ნათქვამად

გამოჩნდებოდა დასავლეთიდან სიკვდილის მოსვლა.

მანამდე კი დუმს ყველაფერი და მდუმარება 

ხდება შავი, თეთრი მუწუკით.

(თუკი ვინმეში შეაღწია, ყველა გათანგა - აკი ჯადოსნურ ოზშიც ასეა).

 

ეს კანზასელი გოგონა დღეს

ხანდასმული ქალბატონია, 

ისტორიულ წიგნებში სახლობს.

თუმცა, აგურით მოკირწყლული გზა 

ხელს უწყობს წითელ ფეხსაცმელებს

გადაურბინონ ოც მილიონ საფლავის ქვას,

სულ ცეკვა-ცეკვით, დედამიწის გაბერილ ბურთზე, 

დასახლებულს ტყეკაფიებით, ლომებით და საფრთხობელებით,

დღეს ერთი დიდ ფილმად რომ ქცეულა,

გარდაცვლილთა ცეკვის სცენებით. 

 

 თარგმნა : ბელა ჩეკურიშვილმა


Scroll to Top
Scroll to Top