ფუნთუშა სახელად ამელია ერჰარტი
თავის წილი ცა ყველა გოგოს სჭირდება, სადაც
უმიზეზოდ იხეტიალებს -
ამელია თან ფიქრობდა, თან ფუნთუშის ჭამით ტკბებოდა, -
და ოკეანის ერთი ნაწილიც, მას ზემოდან რომ გადმოხედოს,
თუნდაც ამისათვის მოგვიწიოს,
ეს წყეული სამყარო რომ ამოვაბრუნოთ.
ბიჭს, რომელიც დიდობაში პოეტი გახდა,
წყალზე ნამზადი ფუნთუშები ჰქონდა საჭმელად,
ნებისმიერი ფქვილისგან რომ უცხობდა დედა
და მანამდე დიდხანს რომ ცრიდა,
ვირთხის ცუცრცლის გამოსარჩევად.
ფუნთუშა, როგორც
სამუდამო ტრავმული განცდა -
ამელია ციდან უკან
აღარ დაბრუნდა.
ნატვრა კი დარჩა:
ყველა ბიჭს და,
ზოგ ფუნთუშასაც,
სჭირდება, ჰქონდეს ერთი ლექსი,
მისთვის მიძღვნილი.
გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა