lockdown

გიორგი ლობჟანიძე: Lucky Strike

  Giorgi Lobzhanidze´s photograph

ავტობუსი ჩერდება და

ამოდის კაცი.

ჭუჭყიანი პირბადე აქვს

და პირბადე ფარავს ნაოჭებს,

ერთ დიდ ნაოჭად გადაქცეული. 

ჟაკეტიც ზუსტად ასეთივე აცვია,

ძველი, 

გახუნებული და ლაქებით მოხატული, 

თითქოს ისე საგულდაგულოდ,

რომ როცა ჩემკენ ზურგით დგება

ძლივსღა ვარჩევ

ოდესღაც თეთრ და მოზეიმე წარწერას

წრეში: 

Lucky Strike -

ერთ დროს ალბათ სიგარეტის რეკლამა იყო,

რომელიც ახლა ამ კაცის მიმართ

უსასტიკეს დაცინვად ჟღერდა. 

ეტყობოდა, რომ არასოდეს გამართლებია:

ჩვენნაირებს კორონა თუ შეგვხვდება მხოლოდ.

 

Lucky Strike - 

წამღერებით ვიმეორებ გუნებაში

და უცებ ვხვდები: 

ეს იქნება ჩემი ჰიმნი, 

ჩემი წმინდა მარსელიოზა,

როდესაც ზეცის სასუფეველს ბრძოლით ავიღებ...

 

- გიორგი ლობჟანიძე 


Scroll to Top
Scroll to Top