Tamar lomidze´s Art
***
გამარჯობა, კოვიდ!
არ გელოდი და
რადგან მესტუმრე,
მშვიდად გიმასპინძლებ.
ადამიანობას მიკრძალავ,
მფიტავ და
დედამიწას მინგრევ?
როდემდე...
მზეს ვერ შეწვდები,
თენდება და ისევ ვიმუხტები,
პლანეტებით ვაგრძელებ თამაშს.
მაინც არ გაგიშვებ მოხუც დედასთან,
არ მიგაკარებ შვილებს,
მეგობრებს...
ჩემთან დაგტოვებ და
სიკეთით გაგაოცებ.
დაგხატავ.
გამოგძერწავ.
გამოგაცხობ.
ცუკატებით უფრო ლამაზი წითელი გვირგვინებით მოგრთავ.
გავერთობი,
სიტყვებით მოგქარგავ
- სიკვდილი რომ გულის ჯიბეში არ მეჯდეს,
გაღმა იდგეს.
ვუმღეროდე.
ვლოცავდე.
ასე ახლოს,
ასე ხშირად
არ პატარავდებოდეს,
არ კვდებოდეს.
- თამარ ლომიძე