Aleko Tskitishvili´s Art
დამდგარი სიკვდილის შესახებ
ადამიანი მოკვდა შიშით,
რომელიც არის თანამდევი
კარგად ცნობილი გართულება
ნებისმიერი სნეულების.
ექიმები კი ამტკიცებდნენ -
გარდაიცვალა იმ ვირუსით,
რომელიც იქნებ არც არსებობს
და არის მხოლოდ წარმოსახვა.
აქ ალბათ სულ სხვა თეორიის
განვითარებაც შეიძლება,
მაგრამ ყველა ცდა უაზროა,
როცა სიკვდილი დამდგარია.
ჩვენ ტელეფონით დაგვირეკეს,
შეგვატყობინეს ეს ამბავი -
დასრულებული ტრაგედია.
გვახსოვს, თავები რომ დავხარეთ,
ვამბობდით - „ეს რა დაემართა?!“
ადამიანი მოკვდა შიშით,
არავის ვალი არ ემართა.
06.08.20.
- ალეკო ცქიტიშვილი