lockdown

ია ხასაია : პირბადიდან

  Ia Khasaia´s photograph

ფიქრი გამექცა უცებ ისე უმისამართოდ, 

როგორც ხელიდან გაქცეული დილის სარეცხი, 

მეზობლის თოკზე უნუგეშოდ გადაკიდული. 

ასე იმედი გაქცევიათ ადამიანებს, 

იმ იმედებთან მისულან და ხელჩაკიდულან, 

ვის პატრონებსაც მათზე ნაკლებ თუ უზრუნიათ, 

რადგანაც ბედსაც ბედნიერი შეყვარებია... 

მივყვები ქუჩას, გვერდით, ცერად, დისტანციურად 

და შენდობას ვთხოვ პირბადიდან შესუნთქულ ზაფხულს, 

ასე გაზაფხულს დავემშვიდობე. 

ვიცილებ მზერას, "ძაან ტრენდული" პირბადიდან ტიტრად რომ მოდის:

"თუ შეიძლება, შემიფუთეთ ჟანგბადის ეს ერთი ულუფა"...

კიდევ კარგი, რომ მე და ჩაფრენილი ჩემს ნაბიჯს, მტრედი,

ერთი წილი ჰაერით ვსუნთქავთ, 

(იმ განსხვავებით, რომ არ სჭირდება დოლბანდის ფილტრი), 

ეჰ, ბოლო კი არ უჩანს ქუჩას... 

ხანდახან უნდა, დასასრული მასაც უჩანდეს... 

ჩუუუ!... როცა ვამბობთ, ტუჩებზე ხომ ხელებს ვიფარებთ...

იქნებ ჯობდეს კიდეც სიჩუმე...

 

 -ია ხასაია


Scroll to Top
Scroll to Top