Sabine Schiffner
შავი ტყავის საფულე და სავარცხელი
და კიდევ რაღაც ხურდა ფულს რომ წააგავს
და მანქანის გასაღებები
რომელთა ასლი არ კეთდება
თითქოს ეს იყო სულ
მაგრამ არა აი ესეც სათვალე ბუდით
გუშინდელი კინოსეანსის ბილეთიც აქვე
კალამი ახლა ჩასაწერად რომ მომაწოდე
არის კიდევ დაუღეჭავი კევის ნაწილი
ნამცეცი, მტვერი
სახლის გასაღებთან ერთად ფურცელი
სიტყვებით სავსე
აქ გიწერია მობილურის კოდიც
სულ რომ თან დაატარებ
თუმცა ახლა გამორთულია
ჯიბის დანა ოპინელის ფირმის
კომპასი
ეს ყველაფერი
დიდხანს ელოდა
მათზე დიდხანს კი შენ
რომელიც
ახლა ჩემს ხელებს
შენი ყველა ჯიბით შეიგრძნობ