– ეს არ არის ადამიანური ყოფა, ეს არის კაფსულაში ცხოვრება,
ჰო, აი, იმ კაფსულაში, ცე ვიტამინისა და ცინკის კრისტალები რომ ყრია
და დილა-საღამოს ვსვამ!
პასკალი გაკვირვებას ვერ მალავს, თუმცა აღელვებამდე ჯერ შორსაა,
ჯერ გაკვირვების ეტაპი აქვს, ამიტომ თავის ჩვეულ ფრაზას მაგებებს:
– შენი არ მესმის!
პასკალს უყვარს საკითხის ისე შემობრუნება,
რომ დამნაშავე შენ გამოხვიდე.
Prose
09.05.2020
by Bela Chekurishvili
3515