Sabine Schiffner
წერეწერე
ფრიზენპლაცზე
გზაჯვარედინს ოქროსფრად ათოვს.
ფანჯრის წინ ვდგავარ,
ფოთოლცვენას შევყურებ ფართო
შუშების მიღმა,
სამყაროს რომ არ უშვებს ჩემთან,
თუმცა კი ვხედავ,
მიფრინავს როდენკირხენისკენ
ნემსიყლაპია,
რადგან აქ თურმე
სითბო აკლია
და მეც კვლავ ფიქრით
მზერას ვაწვდენ
ჰოენცოლერნრინგს,
მუდამ რომ მიხმობს -
იქ მინდა ვიყო.
ჩემს გონებას
სინამდვილის არაფრით სჯერა,
მაგრამ ხელს...
ხელი
მონდომებით განაგრძობს
წერას.
გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩჰეკურიშვილმა