ისტორიავ, შე ძუკნავ,
კიდევ ერთხელ წამიჭერე ხელები ყელში,
კიდევ ერთხელ ცდილობ სული ამომაცალო,
კიდევ ერთხელ ერეკები ჩემს ფიქრებს მწარე კივილის გზებზე:
„No pasarán ვერ გაივლიან“! –
... ვარ დედა,
შვილი, რაღაც ჩრდილი- ჩამალული ჩემსავე შიგნით.
რაფსის ყანა ვარ, შვლებს ვმალავ და ისე ვანათებ,
როგორც ცამეტი ფერწერული ტილოს ნაკრები.
შენ მანიშნებ შორეული გორაკისკენ
და მეუბნები: განა კარგი არ იქნებოდა,
იქ რომ გვეცხოვრა?
მანქანა მძიმე, ნაცრისფერი ღრუბლის ქვეშ მიდის.
ეს მერამდენედ გადაგთელა მინოტავრმა
სწრაფი ჭენებით
დაუფიქრებლად და გულგრილად
გამოიჭრნენ დაოთხილი მძიმე ფლოქვები
ლაბირინთის ვიწრო გულიდან...
- მიამბეს
d´ autrefois,
გრავიურის მტვიფრავი ერთი,
ვერცხლის ოსტატი,
საზრდოობდა იმ ვერცხლის მტვერით,
რაც გასამრჯელოდ დარჩებოდა ხის მაგიდაზე...
ჩემი ქმნილება აი, ეს იყო,
უკანასკნელი სამი ხოჭოს
ცეკვით რომ იშვა...
... dies war mein Werk,
begann dieser kleine Tanz
der letzten drei Käfer fürs Jahr.