არ გახვიდეთ სახლიდან გარეთ,
ვირუსიაო
და ჩვენც დავრჩით,
არ დავტოვეთ თბილი კერია,
დათვებივით, ზამთრის ძილით რომ იძინებენ.
ასეთები უნდა იყვნენ !
თოვლივით სპეტაკნი -
ფრთებს აფარფატებდნენ
ახალშობილი ღრუბლის ქულებივით
ბულულაღრუბლებად.
მთვარის ყურება
მდუმარეთა ხელობაა. იჯდე
ისუნთქო, გულს აჰყვე-ჩაჰყვე.
den mond betrachten,
handwerk des schweigens. sitzen,
atmen, aus und ein
მრუმე წარსული ოქტავებად იძლევა ექოს.
იმედის კოშკი ჩამოიშალა.
შენი მსურს ვიყო -
იზრდება ჩემი ყვითელი თმა და კუბოს ფარავს.
ესპანეთში ინატრო შატო. მამა კი, ამ დროს,
ყველა სასახლეს ერთ ციხის ნანგრევს ანაცვალებდა.