lockdown

ირინა ტაბაღუა: ჩხართვი

  Irina Tabagua

ჩხართვი

 

თებერვალი ხომ ჩავაძაღლე, 

მარტსაც მოვუგრეხ კისერს,

აპრილსაც გავაჩერებ,

ჩემს დარგულ კლემატისსაც მოვუბოდიშებ, 

მაისში უნდა აეყარა ტანი. 

 

თავსაც მოვიკლავ, 

შენთვის თუ არა, 

ჩემთვის ხომ დასრულდება ეს რაღაც, 

ეს რაღაც კი არც არაფერია,

მუცლის ძღომა და ომია მხოლოდ. 

 

მიკვირს? რატომ ვწერ, ვისთვის ვწერ?! 

ვალივითაა ეს წერა,

არადა, არც გისესხებია.

 

როგორ გაუფასურდა ჩვენი სიკვდილიც, 

ბუფეტში შემორჩენილი ხორცის ღვეზელის ფასი აქვს. 

 

კენკრადაც ვეღარ მოხვალ აქ. 

სხვა თუ არაფერი, იმ ჩხართვს მაინც მოვიმადლიერებდი, 

ყოველ განთიადს რომ გაჰკივის 

და ღმერთივით ჩამომძახის:

- შინ დარჩი, გადარჩებიო.

აბა, მე გადარჩენილის რამე მიგავს?

 

- ირინა ტაბაღუა. 2020.


Scroll to Top
Scroll to Top