lockdown

მანანა ქურდაძე / Manana Qurdadte: უჟამურობის ჟამი

  Nino Chakvetadze´s Art

***

უჟამურობის ჟამი, 

ჟამიანობის რისხვა, 

მუხის ხე დგას და არის

და რკოს ყოველთვის ისხამს. 

გადაივლის და წავა... 

ულიმიტოა ყოფა... 

შველაა და აბჯარი

ყიფლიბანდების ჯარი, 

ჟამიანობის რისხვა. 

უჟამურობის ჟამი

გადაივლის და წავა.

 

- მანანა ქურდაძე


Scroll to Top
Scroll to Top