Poetry

Bela Chekurishvili : Feuerwanzen / ბელა ჩეკურიშვილი: საყდრის ჭიები

  Feuerwanzen. Photo by Mikho Mosulishvili
 
Feuerwanzen
 
für M.M.
 
Sag bloß, du kennst die Tempelwürmer nicht!
Sie tragen schwarze Flecken auf den purpurroten Rücken.
Tempelwürmer nennt man sie in Kakhetien,
aber es sind Käfer, keine Würmer.
Sag bloß, du kennst sie nicht!
Ihre Flecken lassen an Kreuze denken
und sie leben auch in einem Staat, wie Ameisen,
so mit Armee und Disziplin.
Doch stell ich mir den Staat der Tempelwürmer mehr sakral vor,
lockerer als den der Ameisen.
Lies doch mal was über sie, du findest sicher was im Netz.
Weil ihre Flecken Kreuzen ähneln,
deshalb nennt man sie Tempelwürmer
und ich fass es nicht, dass du sie echt noch nie gesehen hast.
Sie waren doch die Freunde meiner Kindheit!
Sobald sie an der Hofmauer erschienen, wusste ich,
dass endlich Sommer ist, und dass die Ferien beginnen.
Sie überbrachten diese frohe Botschaft.
Wenn andere sie totmachen wollten, duldete ich’s nicht.
Ich mochte sie sehr gern,
sie bissen nicht.
Ich setzte sie in Streichholzschachteln
und nahm sie in die Schule mit,
um sie im Klassenzimmer freizulassen.
Die Lehrerin schrie gar nicht schlecht!
Sie lebten gerne an der Mauer,
in den Ritzen,
und hatten dort sehr schönen Sex.
Sie kuppelten sich an den Hinterteilen,
so dass sie nicht mehr gehen konnten.
Und manchmal nahm ich auch ein Stäbchen
und brachte einen Tempelwurm aus seiner Bahn,
doch fand er wieder seinen Weg und ging, wohin er wollte.
Stets liefen sie in Reih und Glied, Soldaten gleich.
Und weißt du wie? Wie Kreuzritter auf ihrem Weg
ins Heilige Land.
Laut Wikipedia nennt man sie Feuerwanzen,
und in der Tat, wie Feuerwehrmänner marschieren sie los.
So ordentlich, so stark, so groß!
Sie heißen Pyrrhocoris apterus und ihr englischer Name ist firebug.
Also, du wirst sie mühelos finden. Später mehr.
Jetzt schreib ich etwas über diese Käfer.
Schon immer wollte ich zur Feuerwehr.
 
Nachdichtung von Norbert Hummelt
 
 
 
 
საყდრის ჭიები
 
 
საყრდის ჭიები როგორ არ იცი,
ზურგზე რომ შავი წერტილები აქვთ და წითლები არიან?
კახეთში ეძახიან საყრდის ჭიებს, 
როგორ არ გინახავს? 
ზურგზე ჯვრები ახატიათ, 
ჭიანჭველებივით ამათაც აქვთ სახელმწიფო 
ჯარით და შრომით, 
ოღონდ მე მგონი, საყრდის ჭიების ქვეყანა უფრო თეოლოგიურია
და ცოტა ზარმაცი - 
მოძებნე, ეწერება მაგათზე რამე, 
რაკი ჯვრებივით აქვთ ზურგზე, 
საყდრისას იმიტომ ეძახდნენ, თორემ სხვა სახელი ჰქვიათ,
არ შეიძლება, არ დაგენახა,
ჩემი ბავშვობის სიხარულები იყვნენ ესენი, 
კედლებთან რომ გამოჩნდებოდნენ,
ესე იგი, ზაფხული იწყებოდა
და სწავლა მთავრდებოდა, 
მაცნეები იყვნენ,
მათ მოკვლას არავის ვანებებდი, მიყვარდა ესენი, 
არ იკბინებიან, 
სკოლაშიც მიმიყვანია ასანთის კოლოფით 
და ჩუმად გამიშვია კლასში, 
და იყო მასწავლებლის კივილი -
მთელი კლასი ამათ დასდევდა მერე.
კედლებთან უყვარდათ ცხოვრება, 
იქ ღრიჭოები იცოდნენ და იქ ბუდობდნენ,
სექსი ჰქონდათ სასაცილო,
კუდებით გადაებმებოდნენ ერთმანეთს 
და ასე დადიოდნენ და ვერც დადიოდნენ 
და გრძელ ჩხირს რომ დავიჭერდი, 
რამე საქმეზე მიმავალ საყდრის ჭიას გადავახვევინებდი ხოლმე გზიდან ვითომ, მაგრამ ისევ იქით წავიდოდა, საითაც აპირებდა...
თან მწყობრად იცოდნენ სიარული, ჯარისკაცებივით,
ვის ჰგავდნენ იცი? - ჯვაროსნებს,
იერუსალიმზე რომ მიდიოდნენ შეტევით,
ვიკიპედიაშიც ასე უწერია: 
„წითელი ბაღლინჯო, ჯარისკაცა“, 
მართლა ასე რიგში სიარული იცოდნენ, ერთიმეორის მიყოლებით,
მაგარი ჯარისკაცა სასტავი იყო, რა,
ინგლისურად ჰქვია ცეცხლის წამკიდებელი The Firebug,
მოძებნე და დაწერე მაგათზეც იმ შენი მწერების წიგნში.
მეც სულ ჯარისკაცობა მინდოდა.
 
ეძღვნება მ.მ.-ს 

Scroll to Top
Scroll to Top