... აქედან უკვე
შემიძლია, შენ რომ გიყურო და შენც მიყურებ
ხალიჩაზე ამოქსოვილი.
ვდგავართ. და თითქოს სადაცაა უნდა გავფრინდეთ.
ისტორიავ, შე ძუკნავ,
კიდევ ერთხელ წამიჭერე ხელები ყელში,
კიდევ ერთხელ ცდილობ სული ამომაცალო,
კიდევ ერთხელ ერეკები ჩემს ფიქრებს მწარე კივილის გზებზე:
„No pasarán ვერ გაივლიან“! –
... ვარ დედა,
შვილი, რაღაც ჩრდილი- ჩამალული ჩემსავე შიგნით.
რაფსის ყანა ვარ, შვლებს ვმალავ და ისე ვანათებ,
როგორც ცამეტი ფერწერული ტილოს ნაკრები.
შენ მანიშნებ შორეული გორაკისკენ
და მეუბნები: განა კარგი არ იქნებოდა,
იქ რომ გვეცხოვრა?
მანქანა მძიმე, ნაცრისფერი ღრუბლის ქვეშ მიდის.
ეს მერამდენედ გადაგთელა მინოტავრმა
სწრაფი ჭენებით
დაუფიქრებლად და გულგრილად
გამოიჭრნენ დაოთხილი მძიმე ფლოქვები
ლაბირინთის ვიწრო გულიდან...
- მიამბეს
d´ autrefois,
გრავიურის მტვიფრავი ერთი,
ვერცხლის ოსტატი,
საზრდოობდა იმ ვერცხლის მტვერით,
რაც გასამრჯელოდ დარჩებოდა ხის მაგიდაზე...