lockdown

ალეკო ცქიტიშვილი / Aleko Tskitishvili: დამდგარი სიკვდილის შესახებ

  Aleko Tskitishvili´s Art

დამდგარი სიკვდილის შესახებ

 

ადამიანი მოკვდა შიშით,

რომელიც არის თანამდევი

კარგად ცნობილი გართულება

ნებისმიერი სნეულების.

ექიმები კი ამტკიცებდნენ - 

გარდაიცვალა იმ ვირუსით,

რომელიც იქნებ არც არსებობს

და არის მხოლოდ წარმოსახვა.

აქ ალბათ სულ სხვა თეორიის

განვითარებაც შეიძლება,

მაგრამ ყველა ცდა უაზროა,

როცა სიკვდილი დამდგარია.

ჩვენ ტელეფონით დაგვირეკეს,

შეგვატყობინეს ეს ამბავი -

დასრულებული ტრაგედია.

გვახსოვს, თავები რომ დავხარეთ,

ვამბობდით - „ეს რა დაემართა?!“

ადამიანი მოკვდა შიშით,

არავის ვალი არ ემართა.

 

06.08.20.

- ალეკო ცქიტიშვილი


Scroll to Top
Scroll to Top