lockdown

ზეინაბ სარია / Zeinab Saria: COVID 19

  Zeinab Saria.

COVID 19

მე და პლანეტა რისკის ჯგუფში ვართ,
რა ხანია მაქვს გულის კორონალური სენი,
დედამიწა კი მოხუცდა
                      და ღერძზე ჭრიალებს.
ის მეუბნება: დავიბანოთ ხელები ხშირად,
მე ვეუბნები: დავიბანოთ და დავიცვათ დისტანცია,
სანამ თავად კორონას არ დაუბანია ხელები ჩვენზე,
როგორც იმ ხელებგადაჭდობილ ევროპაში.

ჩაიკეტე , თუ გინდა, სახლში.
მატყუარაა სიმარტოვე.
ვისზე ფიქრიც გამოიღება,
                     ყველა აქა გყავს

და რომ შფოთავ, არ დავმართოთ სიკვდილი ერთურთს,
გახსენდება: ისინი უკვე გაღმა არიან,
სამუდამოდ დაცულები კორონასაგან.
გამოღმელებს გვენატრება ისტორიის უღრანებიდან
                    აბღავლებული დინოზავრები.
ზარს დაგვცემდნენ და გამოვრბოდით თავპირისმტვრევით,
ეგ კი... უხმო...  და  უჩინარი...  და ყველგანმყოფი...
ის მეუბნება: დაიბანე ხელები სხვებზე.
მე ვეუბნები: თუ გადაგირჩი, ვინ ვიქნები?..
 

- ზეინაბ სარია. 2020.

 

 


Scroll to Top
Scroll to Top