Translation

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე / Johann Wolfgang von Goethe - მინიონი Mignion

  Bela´s Art

იცი ის მხარე, ლიმონის რომ ყვავის ხეები 

და ნარინჯები ელვარებენ ცეცხლის ენებად?

ლურჯი ციდან კი მოფარფატებს მსუბუქი სიო,

მირტები წყნარად, მათ ზემოთ კი დაფნები დგანან -

იცნობ მათ განა? 

მაშ, იქით, იქით,

საყვარელო, ერთად გავწიოთ! 

 

იცი სახლები, სადაც სვეტებს უპყრიათ ჭერი?

დარბაზი ბრწყინავს, ოთახს ავსებს სინათლის ჩქერი
და მარმარილოს ფიგურები მიმზერენ, თითქოს

მეკითხებიან, მოხდა რამე შენ თავს ნავსიო? 

იცნობ ამ სითბოს?

მაშ, იქით, იქით,

მფარველო ჩემო, ერთად გავწიოთ! 

 

იცი, შენ ის მთა ღრუბლებით რომ შემოჯარულა?

გზას რომ მიიკვლევს სახედარი ნისლში ფარულად,

გველეშაპების ძველი მოდგმა ბინადრობს კუშტი 

ამსხვრევს კლდეებს და მდინარეებს კალაპოტს უშლის -

ყოველივე იცი, ეს განა?

მაშ იქით, იქით, 

გავეშუროთ!  გაგვიშვი, მამავ! 


Scroll to Top
Scroll to Top